სამართალი
გლდანის მოსახლეობა გოგონებზე ძალადობის მცდელობის გამო სავარაუდო დამნაშავის დაკავებას ითხოვს
გოგონებზე ძალადობის მცდელობის გამო გლდანის მოსახლეობა სავარაუდო დამნაშავის დაკავებას ითხოვს.
მოზარდებზე ძალადობის მცდელობის რამდენიმე შემთხვევა გლდანში დაფიქსირდა.
როგორც ადგილობრივები ,,კურიერთან“ საუბარში ყვებიან, მოძალადე სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცია.
ადგილობრივებმა სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართეს, რაც არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ამოღებულია ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა სექტემბერში მოხდა, როცა სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 9 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა.
9 წლის გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სავარაუდო მოძალადე ამ შემთხვევის შემდეგ გაიქცა და მისი დაკავება ვერ მოახერხეს. მათ სამართალდამცავებიც გამოიძახეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ უთხრეს, რომ მსგავსი შემთხვევა მუხიანშიც დაფიქსირდა, თუმცა, პირის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


