საზოგადოება
გლდანის, ისნისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ში, მეგობრობის ქ. N 15-თან, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის რაიონში წყალმომარაგება შეეზღუდება: ავჭალა 2-ში: იმერეთის, მეგობრობისა და ასათიანის ქუჩებს.
წყლის მიწოდება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კვალითის ქ. N 20-თან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: ოძისის, შაქრიანის, შილდის, ბეღლეთის, ნაქერალას, ახალუბნის, რუისპირის, ფშავის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს, კვალეთის ქუჩას და მოედანს; ჩუღურეთის რაიონში: გედევანიშვილის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს“, – აცხადებენ კომპანიაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


