სამართალი
გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს
გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა.
პატიმრის უფლებებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრადლებით არის დაკავებული, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ეს თვითმკველობის მცდელობა არ არის.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი იარაღი, რომლითაც მსჯავრდებულმა თითქოსდა დაზიანებები მიიყენა.
"ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ შეწყვეტილია თავის ტვინის ფუნქციონირება, თირკმელებიც არის გათიშული. საკმაოდ არასაიმედო ვითარებაა ამ ადამიანის გადარჩენის კუთხით.
ოჯახი დაინტერესდა დეტალებით, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდს ვარაუდობს გამოძიება და 115-ე მუხლით არის საქმე აღძრული, ადგილზე ნანახი ვერ იქნა ის საგანი, რითაც დაზიანება იყო მიყენებული, რაც თვითმკვლელობის ვერსიას საეჭვოს ხდის“,-აცხადებს იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


