უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 თებერვალი, 2017 17:00
font-size

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის მთავარი ფოგურანტი გათავისუფლებულია-გიორგი კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმის მთავარი ფიგურანტი, ბორის ჩაგუნავა, გათავისუფლებულია მისი თქმით, პროკურატურამ ჩაგუნავას საქმე სწრაფად დაასრულა და 9 თებერვალს მას „პირობითი სასჯელი მიესაჯა და იგი გათავისუფლებულია“.

“ჩვენთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოჩნდა, იმის შესახებ რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში მთავარი ფიგურანტი ბორის ჩაგუნავა გათავისუფლებულია. გაირკვა, რომ მთავარმა პროკურატურამ ამ ადამიანს უსწრაფესად დაუმთავრა საქმე და 9 თებერვალს მას პირობითი სასჯელი მიესაჯა და იგი გათავისუფლებულია პატიმრობიდან. ეს ხდება მაშინ, როდესაც მას დაუდასტურდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების, მათ შორის ტროტილის და ჰექსოგენის შეძენა- შენახვა საკუთარ ავტოფარეხში. ეს ხდება მაშინ, როცა თავად აფეთქების საქმე სასამართლოში არც კი გადაცემულა მაშინ, როდესაც მთავარი პროკურატურა გვპირდებოდა, რომ სასამართლო მთავარი ეჭვმიტანილის დარჩო ხეჩუაშვილის წინააღმდეგ იანვრის დასაწყისში დაიწყებოდა. ამ დროს საქმის მთავარი ფიგურანტი, რომელიც ადებს ხელს ბატონ ხუბაშვილს, რომლის ავტოფარეხში აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გათავისუფლებულია. ეს არის უბრალოდ შოკისმომგვრელი ინფორმაცია და რბილად რომ ვთქვათ აჩენს კითხვებს პროკურატურის და ზოგადად მთავრობის მოტივაციასთან დაკავშირებით გივი თარგამაძის აფექტების საქმეში. თქვენ ასევე იცით, რომ გივი თარგამაძემ პირდაპირ გამოთქვა ეჭვი მაღალი თანამდებობის პირებზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და ეს პირებიც არ ყოფილან დაკითხული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ კითხვებს“,-განაცხადა კანდელაკმა.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი