სამართალი
გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში მისი ავტომობილის აფეთქების ფაქტზე საქმის მასალის გასაცნობად მივიდა
გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში მისი ავტომობილის აფეთქების ფაქტზე საქმის მასალებს ეცნობა. ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარ სურვილით მივიდა.
ჟურნალისტებთან საუბარში თარგამაძე ამბობს, რომ მისი აფეთქება ხელისუფლების მიერაა შეკვეთილი. არგუმენტად კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ბორის ჩაგუნავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მას 4- წლიანი სასჯელი პირობით გამოსაცდელ ვადად ჩაეთვალა და გათავისუფლდა.
„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილის განაცხადი. პირველი – ის ამით ამბობს, რომ დიახ, ჩემი დავალებით განხორციელდა ტერაქტი და მეორე – ყველა ადამიანი, რომელსაც მე მსგავს საქმეს ვავალებ, არის ბოლომდე დაცული. თუ ისე მოხერხდება საქმის გაკეთება, როგორიც ეროსი კიწმარიშვილის შემთხვევაში, ხომ კარგი, თუ რამე კვალი დატოვეთ და საჭირო გახდა ჩარევა, თქვენ მაინც მინიმალური დისკომფორტით დააღწევთ თავს ამ ყველაფერს. ასე, რომ შემდგომ დავალებებს შეუძლიათ მშვიდად დაელოდონ ეს ამფეთქებლები, დაქირავებული მკვლელები და ა.შ. მე ვფიქრობ, ეს სიახლე ტრაგიკულად არ უნდა მივიღოთ და არ უნდა იყოს უკან დახევის მიზეზი“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
გასული წლის ოქტომბერში, გმირ კურსანტთა ქუჩაზე გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულმა ბორის ჩაგუნავამ წაყენებული ბრალი აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაგუნავა სრულად სცნო დამნაშავედ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც შეეცვალა 6-წლიანი პირობითი გამოსაცდელი ვადით. სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


