საზოგადოება
გივი მიქანაძე პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას“ ესტუმრა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრს კოლეჯის ინფრასტრუქტურა IT აკადემიის დირექტორმა, მამუკა ჯანჯალიამ დაათვალიერებინა და სასწავლებლის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აკადემია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო, ასევე, მომზადება/გადამზადების პროგრამებს ახორციელებს.
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში პროფესიულ განათლებას 300-მდე პირი ეუფლება. სტუდენტებს სხვადასხვა კომპანიაში სრულყოფილი სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა აქვთ, რაც მათ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.
კოლეჯში ფუნქციონირებს „CISCO“-ს რეგიონული აკადემია, რომელიც მსურველებს კომპიუტერულ ქსელურ ტექნოლოგიებში თანამედროვე მეთოდებზე დამყარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს სთავაზობს.
დაარსებიდან დღემდე სადიპლომო პროგრამები და გადამზადების კურსები კოლეჯში ათასობით მოქალაქემ გაიარა. სხვადასხვა დროს კოლეჯი დაჯილდოებული იყო IT განათლების საუკეთესო მომწოდებლად და წლის საუკეთესო კოლეჯად. კოლეჯის სტუდენტები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსებში წარმატებით მონაწილეობენ.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


