პოლიტიკა
გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან საუბარი არასდროს არ მქონია - დათა ახალაია
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას თქმით, მას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მოკლული სანდრო გირგვლიანის თემაზე არასდროს უსაუბრია.
ამის შესახებ ახალაიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოში „სკაიპით“ დაკითხვისას განაცხადა. ახალაია სასამართლოში მოწმის სახით იკითხება.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვიცნობ, რა თქმა უნდა. მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა. არასდროს გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან საუბარი არ მქონია, არც 2006, არც 2007, არც 2008, ან 2009 წელს, არასოდეს. მელნიკოვთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან მე არ მივსულვარ, ეს სრული აბსურდია, მელნიკოვი მანდ არასოდეს ყოფილა, მითუმეტეს შეწყალების თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაზეც მე ახლა სასამართლოში ვიკითხები, ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტთან არ მქონია“, -აღნიშნა ახალაიამ.
კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდათ ოლეგ მელნიკოვთან, ახალაიამ აღნიშნა, რომ მელნიკოვთან ისეთივე კავშირი ჰქონდა, როგორიც სხვა რიგით თანამშრომელთან.
„მელნიკოვთან ზუსტად ისეთი კავშირი მქონდა, როგორც სხვა რიგით თანამშრომელთან. მე უფროსი ვიყავი, ის გაცილებით დაბალი რგოლი იყო. მე ვაყენებდი საქმის კურსში უშუალოდ ჩემს მინისტრს, მელნიკოვს შს ვერ ჩავაბარებდი“,-განმარტა დათა ახალაიამ.
სასამართლოზე ახალაიამ ასევე აღნიშნა, რომ 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილს არ შეხვედრია.
„2006 წელს ოქრუაშვილს არ შევხვედრივარ. ეს კაცი რატომ იტყუება, მე მას არ შევხვედრივარ“,- განაცხადა ახალაიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


