პოლიტიკა
„გირჩმა“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა
„გირჩმა“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა. ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვა „გირჩის“ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას ჰპირდება. მათ შორისაა, თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება 5 წელიწადში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შეწყალება“, სანამ არ შეიცვლება შესაბამისი კანონები, ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე და მინისტრთა ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ ფეისბუქ ლაივით.
„პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია. დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილება ცხადია, რომ შეზღუდულია და მომავალ პრეზიდენტს ვერ ექნება გავლენა ბევრ სფეროზე, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ მას არ ექნება საკმარისი ბერკეტები დიდი ცვლილებებისთვის. როგორც თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს. სრულად გავაუქმებ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს და ეს იქნება პირდაპირ პრეზიდენტის კომპეტენცია. შეწყალების უფლების გამოყენებით შევიწყალებ ყველას, ვისაც რაიმე სასჯელი აქვს დაკისრებული ნარკოდანაშაულის გამო იქამდე ვიდრე ხელისუფლება არ დათანხმდება ადამიანურ ნარკოპოლიტიკას. ვეტოს უფლებით გავაჩერებ მავნებლური კანონების მიღებას ანუ პრაქტიკულად ყველა კანონს, რომელიც იქნება თავისუფლების შემზღუდავი, ვივლი ასეთი კანონების განხილვაზე საქართველოს პარლამენტში და დავიცავ საღ აზრს 150 პარლამენტარის წინაშე. თვეში ერთხელ, სათითაოდ შევხვდები ყველა მინისტრს და გამოვკითხავ თუ რას აკეთებს, რაში ხარჯავს ხალხის ფულს და ამ ყველაფრის ჩვენება მოხდება Facebook Live-ით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „მატრიცაში“ რომ ნეოა, ესაა სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის „გირჩი“.
„ამისთვის საჭიროა „გირჩი“ საპრეზიდენტო სასახლეში. მე არ გპირდებით, რომ ვიქნები მესია, რომელიც მოგიგვარებთ ყველაფერს. ვინმემ შესაძლოა ჩემზე უკეთ გააკეთოს ბევრი საქმე, ვინმემ შესაძლოა უკეთ გაიკეთოს ჰალსტუხი, უკეთ გადმოსცეს აზრები, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მე ვარ ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ჩემსავით მზად არიან დახარჯონ წლები ჩვენი საერთო მიზნებისთვის. დღეს, დროის ამ კონკრეტულ მომენტში, მე ვარ მზად ამ დისტანციის გასარბენად, თუმცა ამის გაკეთება შეგვიძლია ერთად. დღევანდელი რეალობის სხვა ალტერნატივა „გირჩის“ გარდა არ არსებობს, „მატრიცაში“ რომ ნეოა, ესაა სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის „გირჩი“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


