სამართალი
„გირჩის“ ოფისში შს სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან
პარტია "გირჩის" ოფისში შს სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ.
ამის შესახებ პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook გვერდზე წერს.
პარტიის წევრის ნიკა ქავთარაძის განცხადებით კი, ოფისში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
პარტიაში აცხადებენ, რომ კრიმინალურმა პოლიციამ მათი ოფისის ჩხრეკის ოქმი წარუდგინა.
სამართალდამცველები ექსპერტებს ელოდებიან, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების შედეგად დაადგენენ რა მცენარე დათესეს პარტიის წევრებმა 31 დეკემბრის ღამეს.
შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, 31 დეკემბერს თავიანთ ოფისში მარიხუანა პირდაპირ ეთერში დათესეს.
მონიკა დავლიანიძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


