პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა დღეს გამართული შეხვდრისას.
მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება დაუთმეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ვითარებას, _ აცნობეს მედიანიუსს პარლამენტიდან.
„ჩვენ ყველა იმ საკითხებსა თუ თემებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ასე აქტუალურია საზოგადოებასა და მედიაში. ამასთანავე ვისაუბრეთ თვითონ ევროკავშირის ვითარების შესახებაც, განსაკუთრებით არჩევნების თემაზე, ვინაიდან რამდენიმე ქვეყანაში უკვე მოახლოებულია არჩევნები და საინტერესოა, როგორია პერსპექტივა ჰოლანდიაში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს მიმართ ევროპული სტრუქტურების, საპარლამენტო ევროპული სტრუქტურების მხრიდან დამოკიდებულებაზე და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე. შევაჯერეთ პოზიციები. ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და ასეთი შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა პერიოდულად ხდება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასასრულს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


