პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ვაზისუბანში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდასხმა მოხდა
თბილისიში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერს თავს დაესხნენ.- ამის შესახებ ინფორმაცია მედიას გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მიაწოდა.
„ჩვენს მხარდამჭერზე, რომელიც უბანზე ფლაერებს ავრცელებდა, ვაზისუბანში თავდასხმა მოხდა. მას ორი ახალგაზრდა დაესხა თავს. გამოძახებული იყო პატრული, შევსებულია ოქმი. ველოდებით გამოძიების შედეგებს.
ყველა ამ ფაქტზე ჩვენ აუცილებლად გვექნება რეაგირება. ყველა ჩვენს მხარდამჭერსა და წევრს ვეუბნებით, რომ არცერთ შემთხვევაში არ აჰყვნენ პროვოკაციებს, შეინარჩუნონ მშვიდობიანი პროცესი და წყნარად გავუშვათ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან. ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ არც ერთი ინციდენტი არ გაგრძელდეს, რადგან ხედავთ რამდენად აგონიაშია და საგანგებო რეჟიმს აცხადებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


