უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 იანვარი, 2026 21:27
font-size

გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაევალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ გიორგი ვაშაძეს გირაოს თანხის გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

როგორც სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება აუცილებელია იმისთვის, რათა აღიკვეთოს შემდგომი დანაშაულის ჩადენის რისკები, ასევე, იმის რისკი, რომ ბრალდებული შესაძლოა მიიმალოს. როგორც პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განმარტა, 30 000 ლარის ოდენობის გირაო ვაშაძისთვის შემზღუდველი ხასიათის იქნება, ასევე, ფაქტი, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მას დიდი ფინანსური ზიანი მიადგება, ბრალდებულისთვის ამ დანაშაულის ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი.

გიორგი ვაშაძემ პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ ბრალდების არსი მისთვის გაუგებარია.

"საქმეში არაფერი არ დევს, ბრალდების არსი გაუგებარია. რა ქმედებას მედავება გამოძიება, ეს არათუ ჩემთვის, არავისთვის არ არის გასაგები. კონკრეტულად რა მოვიმოქმედე, რომ 7-იდან 15 წლამდე წარმიდგინეს ბრალი?!", - მიმართა ვაშაძემ მოსამართლეს.

ასევე, ვაშაძემ მოსამართლეს მიმართა, რომ არ ჩამოართვან პირადობის მოწმობა და პასპორტი, რადგან პირადობის არქონის შემთხვევაში მას მარტივი სერვისებით სარგებლობა, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების მიღება აღარ შეეძლება.

"პროკურორი საუბრობს, თითქოს მე სისტემატიურად ვარღვევ კანონს. უკაცრავად, მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მე ვარღვევ კანონს. შვიდი თვე ვიჯექი სამარტოო საკანში და ისიც უსამართლოდ. მე უკანონობას ვაპროტესტებ. ქალბატონო მოსამართლე, მოგმართავთ თხოვნით, რომ პროკურატურას უთხრათ, მე არ ვარ სისტემური სამართალდამრღვევი.

მე გირაოს გადავიხდი იმიტომ, რომ არ მაქვს რწმენა, თქვენგან ალტერნატიულ გადაწყვეტილებას მოვისმენ, ვიდრე პროკურატურა მოითხოვს.

რაც შეეხება პირადობისა და პასპორტის ჩამორთმევას იმიტომ, რომ არ მივიმალო - ჩემს წინააღმდეგ სამართალწარმოება იყო დაწყებული, როდესაც საზღვარგარეთ წავედი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, დამაპატიმრებდნენ, მაინც დავბრუნდი. ციხიდან პარასკევს გამოვედი და პასპორტიც მქონდა, ვიზებიც, მაგრამ არსად წავსულვარ, არადა მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლოს ჩამინიშნავდნენ. როგორც ზურა ჯაფარიძის შემთხვევაში მოხდა, ვიცოდი, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა, თუმცა არ გავქცეულვარ. მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის და არსად ვაპირებ გაქცევას. გთხოვთ, არ შემიზღუდოთ გადაადგილების უფლება.

მთავარი საკითხი იცით რა არის? ეს 319-ე მუხლი ისეთია, რომ ქმედებაში უნდა იყოს გამოხატული, ეს ისეთი დანაშაულია, რომ უმოქმედობაში ვერ ჩაიდენ. არსად წერია, რომ გიორგი ვაშაძემ გააკეთა ეს, გააკეთა ასე და ამან გამოიწვია დანაშაული. ბრალდება ქმედებას მედავება ისე, რომ ქმედება არსად ჩანს. ეს იგივეა, ვინმეს მკვლელობაში დასდონ ბრალი ისე, რომ არც მოკლული არსებობდეს და არც დანაშაულის ჩადენის იარაღი", - მიმართა ვაშაძემ მოსამართლეს.

დაცვის მხარის განმარტებით, გიორგი ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ მას ჰქონდეს თავისი აზრი და ამით ოპონირებას უწევდეს ხელისუფლებას. ომარ ფურცელაძის თქმით, იმის მტკიცებულება არ არსებობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებებმა ქვეყნის ინტერესები დააზიანა. მისივე განმარტებით, ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი