პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ერთობლივი ინიციატივების ფორმირების საჭიროებაზე საუბრობს
მოძრაობა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის და პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
როგორც ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის მხრიდან მომავალი მზარდი აგრესიის ფონზე, საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ერთობლივი ინიციატივების ფორმირებაა საჭირო, რომელიც, მისი თქმით, ამ რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ინიციატივა გულისხმობს საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ერთობლივი ინიციატივების ფორმირებას, რათა შევქმნათ ახალი უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში. რუსეთის მხრიდან მომავალმა მზარდმა აგრესიამ კიდევ უფრო მეტად დააფიქრა დასავლეთი, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნები და ისინი მზად არიან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. რაც შეეხება მზარდ აგრესიას რუსეთთან მიმართებაში, ჩვენი უმოქმედობით, მას ვერ შევაკავებთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეანელოს აგრესია, არის ჩვენი ძალიან აქტიური პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ქმნის მექანიზმებს, რომ საქართველოს შემდგომი თავდასხმის საფრთხე არ შეექმნას“,- აღნიშნა ვაშაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნულმა ინიციატივამ, შესაძლოა, საქართველოში პროდასავლური ძალების გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
მონიკა დვალიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


