პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
"ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრი სამ ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი. მისი თქმით, დროა თითოეულმა ოპოზიციონერმა გადაწყვიტოს რომელ მხარეს დგას და რას უჭერს მხარს.
„ეს არის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეგუებულნი არიან არსებულ სიტუაციას და ამ ჭაობში მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ და ფაქტობრივად არიან ხელისუფლების სატელიტები.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დამკვირვებლის როლში და ნებით, თუ უნებლიედ ხელს უწყობენ არსებული სიტუაციის შენარჩუნებას და მესამე, პარტიები, რომლებიც არ ეგუებიან არსებულ ჭაობს, სჯერათ საქართველოს მომავლის, უნდათ სიახლე ქართულ პოლიტიკაში და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ რათა საქართველომ დაიწყოს განვითარების პერსპექტივა. დადგა დრო თითოეულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, ლიდერმა ამ პოლიტიკური პარტიის, გადაწყვიტოს რომელ მხარეს დგანან,“- განაცხადა ვაშაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


