უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივნისი, 2018 17:25
font-size

გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს: გააკეთეთ პირადად თქვენ განცხადება იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე,გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოხმაურებისკენ მოუწოდა.

როგორც ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი დაუფარავად ძალადობს უკვე ოპონენტებზე და ამის ერთ-ერთი მაგალითია ოზურგეთში საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ გამოვლენილი ძალადობა.

გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის გარდა ძალადობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციურ პარტიებს.

,,ახალი საქართველოს“ ლიდერმა ასევე, სახალხო დამცველს მიმართა და მას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ქვეყანაში შექმნილი საგანგაშო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ "ახალი საქართველო", როგორც პასუხისმგებელი ოპოზიციური ძალა, პირველ რიგში, მივმართავთ "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, გააკეთეთ პირადად თქვენ განცხადება იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, რა ხდება და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას პერსონალურად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმ ძალადობებზე, რაც ქვეყანაში ხდება. მეორე, მივმართავთ სახალხო დამცველს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოახდინოთ მკაცრი რეაგირება ამ ძალადობებთან დაკავშირებით და ყველა, ქვეყნის შიგნით თუ საგარეო მექანიზმი, თქვენი მეშვეობით იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ძალადობა შეჩერდეს. მესამე, მივმართავთ ოპოზიცური პარტიებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი პოზიცია ამ ძალადობებთან მიმართებაში და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა დავაფიქსიროთ ის მკვეთრი პოზიცია, რაც უნდა ჰქონდეს ოპოზიციურ ძალას „ქართული ოცნების“ ამ უკანონო ქმედებებთან მიმართებაში, რასაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის - გუშინ ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

ქათამაძის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიბარეს და სცემეს.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი