სამართალი
გიორგი ცააძის და ირაკლი ფირცხალავას შეწყალების საკითხზე ირინა ცააძე პრეზიდენტის თანაშემწეს შეხვდება
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული გიორგი ცააძის და ირაკლი ფირცხალავას შეწყალების საკითხზე ირინა ცააძე პრეზიდენტის თანაშემწეს შეხვდება.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის და, ირინა ცააძე გეგმავს, პრეზიდენტის თანაშემწეს ივა ჩიკვილაძეს შეხვდეს და ცააძის და ფირცხალავას შეწყალება მოითხოვოს.
შეხვედრაზე მივლენ ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც მსჯავრდებულები ორი დღის წინ მოინახულა.
მსჯავრდებულების ახლობლები აპროტესტებენ ორი ინსტანციის სასამართლოების განაჩენებს, რომლითაც კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს - ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცაააძეს 12-12 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
ირინა ცააძე ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, რათა მისი განცხადებით, საქმის სტრასბურგის სასამართლოში წარსაგზავნად ყველა ინსტანცია ამოწურონ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


