პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობასთან პერმანენტულ შეხვედრებს განაგრძობს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობასთან პერმანენტულ შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია, პრობლემების მოსმენა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძე ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, ლილოს და ალექსეევკის მცხოვრებლებს შეხვდა. სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივებს 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო და იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლებიც მომავალ წელს რაიონში განხორციელდება.
გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის 2018 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას უკავია. სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივ მოსახლეობას რაიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
გიორგი ტყემალაძის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც რაიონში არსებობს, გზების კეთილმოწყობა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, სამგორის რაიონში სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება, საბავშვო ბაღის მშენებლობა და სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობაც იგეგმება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


