პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე და თამარ ტალიაშვილი „NALAG“-ს ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს.
„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს XIX სხდომა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა და მას ასოციაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი კახა კალაძე ესწრებოდა.
დღეს გამართულ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, გასული წლის 8 დეკემბერს არჩეული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილებაც ცნეს.
„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ მიზანი ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარებაა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


