სამართალი
გიორგი სიგუა საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება
Gem-Fest-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში სიგუა რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
როგორც დაკითხვის დაწყებამდე მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორმა განაცხადა, ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
„დაწყებულია რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას დაუზიანდა რაღაცა ქონება, რომელშიც ჩვენ არავინ არ გვადანაშაულებს, მე არავინ არ მადანაშაულებს. ცოტათი გაუგებარია ეს ყველაფერი და მაგიტომაც მოვედი, მაგიტომ ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს ყველაფერი გავარკვიო. რატომ ამოიღეს სრული დოკუმენტაცია ჩვენი ოფისიდან, რატომ წაიღეს ჩვენი კომპიუტერები. რას ეძებენ, რისი პოვნა უნდათ.
არცერთი თეთრი ჩვენს კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული გადაუხადეს პირდაპირ იმ არტისტებს, რომლებმაც დაუკრეს ჯემფესტზე. ეს არის ნაწილი თანხის, დანარჩენი ჩვენ გადავუხადეთ. რა ფინანსურ დარღვევებზე შეიძლება იყოს საუბარი წარმოდგენა არ მაქვს. შევალ და გავარკვევ,“-აცხადებს გიორგი სიგუა.
მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახურს ფესტივალის ჩატარების ყველა დოკუმენტაცია გადაეცა.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასა და შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მოკვლევა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
საგამოძიებო უწყებას აინტერესებს, სად წავიდა სახელმწიფოს მიერ ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ 900 ათასი ლარი და ჩაიდინეს თუ არა ფინანსური დანაშაული ორგანიზატორებმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


