უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 ოქტომბერი, 2016 15:00
font-size

გიორგი შენგელიას მამა ირწმუნება, რომ მის ვაჟს გუშაგმა ბაზის გარეთ ესროლა

კრწანისის სამხედრო ბაზაზე მოკლული 23 წლის გიორგი შენგელიას მამა ირწმუნება, რომ მის ვაჟს გუშაგმა ბაზის გარეთ ესროლა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი ორ თანმხლებთან ერთად მართლაც მივიდა საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე მეგობრის სანახავად, თუმცა გასროლა ტერიტორიის გარეთ მოხდა.

რომან შენგელიას თქმით, ის ესაუბრა ინციდენტში მონაწილე ორ პირს, რომლებსაც როგორც ის ამბობს, შეუძლიათ შემთხვევის დეტალების აღწერა.

,,დეტალი გარკვეულია, მე ველაპარაკე მაგ ბავშვებს ვინც იყვნენ ორნი, ამასთან ერთად. ნასროლია ტყვია გარეთ. გარეთ იყო ბავშვი გასული, გადახტა ბავშვი ,,ზაბორზე.’’ ოცი მეტრის მანძილზეა მოკლული ბავშვი. როგორც ამბობენ, 90-100 მეტრის მანძილზე ვიპოვეთ გვამიო და 100 მეტრში კი არა, 20 მეტრში ეგდო. რატომ არ ნახეს? 4 საათის განმავლობაში 20 მეტრში ვერ მოიძებნა ბავშვი ხომ?!’’, - განაცხადა რომან შენგელიამ.

რაც შეეხება, მისი მეორე შვილს რომელიც აღნიშნულ სასწავლო ცენტრში მსახურობდა, როგორც შენგელია ამბობს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

,,მეორე შვილი არც ვიცი სად არის. ეძებონ თვითონ. მოძებნონ’’, - თქვა რომან შენგელიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი