უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 იანვარი, 2019 14:15
font-size

გიორგი ქობულიასთან ერთად დავიწყებთ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარების კუთხით - ჰენრიკ ჰოლოლეი

თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტვით გამოვიდა საპატიო სტუმრად მოწვეული ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით იმართება, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ამგვარი ურთიერთობების საწინდარი ასოცირების ხელშეკრულება და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. „ამის მიზანი იყო როგორც პოლიტიკური დაახლოება, ასევე ეკონომიკური ინტეგრაცია. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია საერთო ვაჭრობაში 30%-იანი წილით. ჩვენ ყოველწლიურად 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ვუწევთ ქვეყანას და ჩვენი ბანკი - ევროპის საინვესტიციო ბანკი, ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მხარდამჭერია, უმთავრესად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი მობილურობა და ტრანსპორტია. „ტრანსპორტი და სატრანსპორტო ხაზები ჩვენი ეკონომიკების განვითარების უმთავრესი ფაქტორებია. ამ კავშირის არსებობა არა მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას აღრმავებს, არამედ, ასევე, ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩემი აზრით, წინა წელს ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი, როდესაც ევროპიდან საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოვიდა“.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან იწყებს დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარების კუთხით. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ მისასალმებელი სიტყვების დასრულებისთანავე, მე და ჩემი კოლეგა, გიორგი ქობულია დავიწყებთ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარების კუთხით. ასეთ დიალოგს ევროკავშირი იმ ქვეყნებთან აწარმოებს, სადაც აშკარაა ორმხრივი სტრატეგიული და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ინტერესი“, - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ. მან ხაზი გაუსვა საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების განვითარების ტემპს და მნიშვნელობას, თუმცა, აღნიშნა, რომ რომ სწრაფი ზრდა ასევე ახალ გამოწვევებს წარმოშობს. ამიტომ, აუცილებელია ინფრასტრუქტურის შემდგომი ინვესტირება, რათა შესაძლებელი იყოს მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილება.

„სასიხარულო ამბავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, 9 იანვარს, ევროკავშირმა ფორმალურად გააფართოვა ევროკავშირის ტრანსევროპული ქსელი და მის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც მოაქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ახალ გეგმებს უსახავს საქართველოს პრიორიტეტული კავშირების განვითარების თვალსაზრისით როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ასევე უზრუნველყოფილია სტაბილურობის განცდა ინვესტორებისათვის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ კავშირების დადგენაზე, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფს უკეთეს კავშირს ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მისი მონაწილეობის ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომა გაიმართება. აღნიშნული დიალოგი საქართველოსთან პირველად ტარდება.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი