სამართალი
გიორგი ონიანის საქმეზე საპროცესო შეთანხმება მიღწეულია - პროკურორი
გიორგი ონიანის საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საპროცესო შეთანხმება მიღწეულია.
სააპელაციო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დაინტერესდა მხარეებისგან, თუ რა ხდებოდა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის პასუხად პროკურორმა განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმება მიღწეულია.
ვიდრე პროკურორი საპროცესო შეთანხმებას დეტალურად გააცნობდა სასამართლოს, მსჯავრდებულმა გიორგი ონიანმა პროცესის ნაწილობრივ დახურვის თხოვნით მიმართა სასამართლოს.
ბრალდებულის თქმით, მის მიერ გასაკეთებელი განცხადება შეიცავდა პირად ინფორმაციას. შესაბამისად, სურდა პროცესის ნაწილობრივ დახურვა.
მოსამართლემ გაიზიარა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და დღევანდელი სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ნაწილობრივ დახურა.
ცნობისათვის, ყოფილი სამართალდამცველსა და ადვოკატს, გიორგი ონიანს ბრალი უკანონო დაკავებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში ედება. თბილისის საქალაქო საასმართლომ მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


