სამართალი
გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი შერჩევითი მართლმსაჯულების პრაქტიკის გაგრძელებაა - ენმ-ის განცხადება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ადვოკატ გიორგი ონიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი მართლმსაჯულების პრაქტიკის გაგრძელებაა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ პოლიტსაბჭოს წევრ, ადვოკატ გიორგიონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნისა დაშერჩევითი მართლმსაჯულების პრაქტიკის გაგრძელებაა.
გიორგი ონიანის დაპატიმრება ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერპოლიტიკური ოპონენტებისა და ადვოკატების დევნა, სისტემურ ხასიათს ატარებს დასამართლებრივი ბერკეტები კვლავაც აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური ოპოზიციისწინააღმდეგ.
გიორგი ონიანის საქმე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის თვალნათელი ნიმუშია, რაცუგულებელყოფს ევროსაბჭოს წევრ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისხელმომწერ სახელმწიფოთა ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსდეკლარირებულ ამოცანებს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებასთანდაკავშირებით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს პოლიტიკური ძალადობის უკანონო აქტს, რომელიცგიორგი ონიანის წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო დაკვეთით განხორციელდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საქართველოში მოქმედ დიპლომატიურკორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ საზოგადოებას, ხმა აიმაღლონპოლიტიკურად მოტივირებული დევნის და დისკრიმინაციის აღმაშფოთებელი ფაქტისწინააღმდეგ,"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


