პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, სერგეი იარავოის შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი იარავოი, უკრაინის პოლიციის დელეგაციასთან ერთად, თბილისს სპეციალურად პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვია.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკრაინის მხარესთან თავის კომპეტენციაში შემავალ ყველა ძირითად სფეროში გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები. ახლა უკვე მთავარია, მოვახდინოთ ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაცია და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილეს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები, ასევე, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


