უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 თებერვალი, 2017 11:30
font-size

გიორგი მღებრიშვილი კონტრადმირალ სკოტ ჯერაბეკს შეხვდა

საქართველოს შს სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) უფროსის მოადგილე, კონტრადმირალი სკოტ ჯერაბეკი სააგენტოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ამერიკელ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასაზღვრო სფეროში არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რის შედეგადაც, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, აღნიშნულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობები, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

შს მინისტრმა მწვანე საზღვრის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო სექტორ „სადახლოზე“ არსებულ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრს, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, გასულ წელს გაიხსნა. აღნიშნული ცენტრის მიზანია საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და გაუმჯობესებული კონტროლი, რაც ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის სამეთვალყურეო სისტემა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაინერგა.

შს მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სანაპირო დაცვის განვითარების მიმართულებით DTRA-ს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით მომავალშიც გაგრძელდება.

„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები საქართველოს ეხმარება საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებაში, რითიც ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და ამასთან, უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

თავის მხრივ, კონტრადმირალმა სკოტ ჯერაბეკმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმედო პარტნიორობისა და წარმატებით განხორციელებული ერთობლივი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. „მიმაჩნია, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწია. ჩვენ გვაკავშირებს საუკეთესო პარტნიორობა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, - განაცხადა სკოტ ჯერაბეკმა.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოში DTRA-ს მხარდაჭრით განხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი