სამართალი
გიორგი მღებრიშვილი-გიორგი ცერცვაძის დაკავებაზე: ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ კონკერეტულ პასუხებს ჩემგან ვერ მიიღებთ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშივლის განცხადებით, უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით მას საჯაროდ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზია თემის სენსიტიურობა და სირთულე.
„მე ძალიან ვწუხვარ, რომ თემის სენსიტიურობიდან და მისი სირთულიდან გამომდინარე, ასე საჯაროდ, მე ვერ ვახერხებ და არ შემიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება. მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, გარდა იმისა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელაა განცხადება. ერთი მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავარი პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ჩვენ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ასე საჯაროდ ეს თემა ვერ იქნება განხილული. კონკერეტულ პასუხებს თქვენ ჩემგან ვერ მიიღებთ“,-განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს უკრაინის აერპორორტში ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე დააკავეს.
ამის მიზეზი გახდა ინტერპოლის მოთხოვნა, რომელსაც თავის მხრივ, ცერცვაძის ძებნის თხოვნით რუსეთის ფედერაციამ მიმართა.
ცერცვაძეს ბრალად, ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.
თუმცა, საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია უკრაინის პროკურატურისგან ითხოვს, რომ ცერცვაძის ექსტრადიცია რუსეთში არ მოხდეს.
კიევის სასამართლომ გიორგი ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა, 26 იანვარს კი, ვიცე-პოლკოვნიკის საქმეზე გადაწყვეტილებას კიევის სააპელაციო სასამართლო მიიღებს.
მონიკა დავლიანიძ
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


