პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე შს მინისტრმა და ავსტრიის ელჩმა საქართველოსა და ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე, ორი ქვეყნის კრიმინალური პოლიციის სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიასთან საპოლიციო სფეროში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, რომელთა საფუძველზეც ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება. შს მინისტრმა და ავსტრიის ელჩმა პოლიციის ატაშეების საქმიანობა თბილისსა და ვენაში პოზიტიურად შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ავსტრია ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის დაასახელა.
შს მინისტრმა ავსტრიის ელჩს საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც უწყების ყველა სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და არად ბენკომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვოლფგანგ სობოტკას საქართველოში ვიზიტის დეტალები და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა, შს სამინისტროს სახელით, ავსტრიის მხარეს მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


