პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად ერთობლივი მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად მიმართა, დაიწყოს ერთობლივი მუშაობა, რათა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღოს.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის აშშ-დან თბილისში დაბრუნების შემდეგ გაგრძელდა კონსულტაციები მხარდამჭერებთან, სენატორებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან, ასევე, შედგა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.
„საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული და ამერიკული ვიზიტების ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, მათ შორის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის შემუშავების ინიციატივა, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ კონსულტაციები მხარდამჭერებთან, სენატორებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან. ასევე გვქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. დღეს უკვე პრეზიდენტმა ოფიციალურად შეატყობინა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივის დეტალების და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ, გამოთქვა სრული მზადყოფნა კონსულტაციებისთვის.
იმ ვითარებაში, როცა დღეს რუსული რევიზიონიზმი გადადის ახალ ფაზაში, ცივი ომის დინამიკის ფაზაში, როდესაც კონსოლიდირებულია დასავლეთი, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მნიშვენლოვანია გააზრება, რომ საქართველო საკვანძო ადგილია, როგორც რეგიონალური, ისე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. შესაბამისად, ასეთი ინიციატივის განხორციელება იქნება დროული და ადეკვატური პასუხი გაზრდილ გამოწვევებზე“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


