პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა და შვეიცარიის პრეზიდენტმა დელეგაციების თანხლებით გაფართოებული შეხვედრა გამართეს
საქართველო - შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისების შესაძლებლობები, შვეიცარიის ფინანსური დახმარებების მნიშვნელობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტებმა, დორის ლოიტჰარდის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციების თანხლებით გაფართოებული შეხვედრისას განიხილეს.
საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების საკითხებს, ასევე, ამ ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ეკონომიკური პოლიტიკის საგარეო მიმართულებებისა და შიდაეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი და მდგრადი განვითარების მიმართულებებზე.
გატარებულმა რეფორმებმა კი, უზრუნველყო, რომ საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი ჩამოყალიბდა. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მარტივი საგადასახადო სისტემა და საბაჟო ადმინისტრირება, კორუფციისგან თავისუფალი გარემო, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები - ეს ყველაფერი საქართველოს შვეიცარიის მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ორ კვარტალში შვეიცარიიდან შემოსული ინვესტიციები 7, 23 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
შეხვედრისას ისაუბრეს ასევე ქვეყნის განვითარების საქმეში შვეიცარიის მიერ შეტანილ წვლილზე. აღსანიშნავია, რომ 1998 წლიდან შვეიცარიის მიერ საქართველოს მიმართ გაწეული დახმარების მოცულობა 110 მილიონ ფრანკს აღწევს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მიმდინარე პერიოდში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ტექნიკური თანამშრომლობისა და დახმარების ფარგლებში შვეიცარიის ღირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შვეიცარიის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება უკავშირდება პროფესიული განათლების მოდერნიზაციას და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სწავლებებს, სამოქალაქო თავდაცვასა და საგანგებო სიტუაციების მართვას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას, სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.
დოკუმენტი კი, "შვეიცარიის თანამშრომლობის სტრატეგია სამხრეთ კავკასია 2017-2020" საქართველოსთვის შემდეგი სფეროების მხარდაჭერას ითვალისწინებს: სამთავრობო ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდას (ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის ჩათვლით); უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობას; გარემოს რისკების მართვას სასოფლო და მთიან რეგიონებში; დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობის გზით კონფლიქტის ტრანსფორმაციას.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ურთიერთობების დღის წესრიგში პრიორიტეტებს შორის საქართველოს რეგიონების და შვეიცარიის კანტონებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობაა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


