სამართალი
გიორგი მარგველაშვილმა ადასტურებს, რომ მან ნამდვილად შეიწყალა თავისი მეუღლის ძმა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ მან ნამდვილად შეიწყალა თავისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი.
,,ერთი ადამიანი შევიწყალე და ეს იყო მაკას ძმა. ანალოგიური ბრალდებით არაერთი პატიმარი მყავს შეწყალებული. იყო ფაქტორი, რომ იყო მაკას ძმა? რა თქმა უნდა, ვიცნობდი ადამიანს. როდესაც მე ვიღაცა რეკომენდაციას მეუბნება, რომ კარგი ადამიანია და რაღაცას მიყვება რომელიღაც პატიმარზე, რა გგონიათ ეს ამ კომისიაზე არ ახდენს გავლენას, ან ადვოკატის პოზიცია არ ახდენს გავლენას?
მე არ შემიწყალებია მაკას ძმა ისეთი დანაშაულისთვის, რისთვისაც სხვა არ შემიწყალებია. ეს არ იყო გამონაკლისი. და ახლა გადავიდეთ მეორეზე, რომ მაკას ბიძაშვილის ყოფილი ქმარი თურმე შემიწყალებია, ეს არც ვიცოდი. ამას არ ვიხილავდი და მე კი არა, კომისიამაც ბუნებრივია, არ იცოდა. წარმოგიდგენიათ, რომ 3500 შეწყალებულს შორის ახლობელი არავინ იყოს?!“ – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ცნობისათვის, მიხეილ მგალობლიშვილი ოხჯერ არის ნასამართლევი. მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა პრეზიდენტმა შეწყალების წესით 2015 წელს გაათავისუფლა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ სამი წელი გაატარა. მიხეილ მგალობლიშვილი 2011 წლის მაისში ჯგუფური და განზრახ მკველელობის მცდელობისთვის დააკავეს. პირველად კი ის 2008 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს და ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. ამნისტიის შეხების შემდეგ მგალობლიშვილმა საპატიმრო 9 თვეში დატოვა. თუმცა, 2009 წელს ისევ ნარკოტიკის მოხმარებისთვის დააკავეს.
მგალობლიშვილი ბოლოს გასული წლის იანვარში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა ბრალად. მას სასამართლომ 24 აპრილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


