პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა 40 კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 40 კანონს ხელი მოაწერა.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები.
"გვიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებები იყოს უკეთ დაცული. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომელიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქნება პროცედურები, ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებით გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის - ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში. მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. ევროპული სტანდარტის და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა და შემდეგ მათი პრაქტიკაში განხორციელება, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია. ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო შემდგომ სამუშაოებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


