პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს.
გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი განცხადება ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უშიშროების საბჭოს გაუქმება, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორებისგანაც პრობლემად არის აღიარებული.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უსაფრთხოების კუთხით.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, სასწრაფოდ შესრულდეს ის დაპირება, რომ უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა შეიქმნებოდა. ეს სტრუქტურა უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


