პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს სასტუმრო „შერატონში“ შეხვდა.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა მიაწოდა.
მისივე თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
"ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პრეზიდენტმა მოისმინა კანდიდატის ხედვები. ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავმართეთ შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან, რომლებმაც დაასახელეს გოჩა გუგუნავა, დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს. ჯერჯერობით კონსულტაციები გრძელდება. ამ დროისთვის დასახელებულია ერთი კანდიდატი და ერთი შემოგვთავაზა საინიციატივო ჯგუფმა", - განაცხადა აბაშიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


