პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ კარენ კარაპეტიანს და სომხეთის დელეგაციას შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას საქართველო -სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ამ ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივები, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების გარემოს.
როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განხილული იქნა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში დღეს აქტიურად დგას და დაისახა კონკრეტული ნაბიჯები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.
სომხეთის დელეგაციასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


