პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია
ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია.
გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლებისა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და აღნიშნულ შეხვედრებზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საზეიმო თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ლიტვისათვის, როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ზეიმობს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს.
,,უაღრესად სიმბოლურია, რომ წელს ლიტვა, ისევე როგორც საქართველო ზეიმობს ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს.
დაგეგმილი, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებს და კიდევ ერთხელ ისაუბროს იმ სწრაფვაზე, იმ ღირებულებით ერთობაზე, რაც საქართველოს იმთავითვე აკავშირებს ევროპულ სახელმწიფოებთან.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან დიდ პერიოდს ითვლის და რომ ჩვენს სახელმწიფოებს, ჩვენს რესპუბლიკებს, ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და დღევანდელ დღეს იგივე სწრაფვით, იგივე სულისკვეთებით ჩვენი ქვეყნები ერთად ცდილობენ ააშენონ ევროპული კეთილდღეობა და ევროპული უსაფრთხოება", - აღნიშნა ფხალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


