პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს.
„განხილული იქნა ის ძალიან მნიშვნელოვანი და ფართო დღის წესრიგი, რომელიც არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში. თავისთავად ცხადია, განხილული იქნა არჩევნების გარემო, ის ვითარება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს არჩევნები, რომ საქართველომ ღირსეულად ჩააბაროს ტესტი დემოკრატიაზე. თავისთავად ცხადია, რომ საუბარი შეეხო უსაფრთხოების პრობლემებს რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთის ფედერაციას და იმ ნაბიჯებს, რომელებიც მომავალში უნდა გადაიდგას, რათა ის მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც დღეს ორ ქვეყანას აკავშირებს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ.
"ჩემთვის დიდი პატივია, მქონოდა ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტთან. ის ჩვენი მეგობარია ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად თანამშრომლობის დროიდან, რომელთანაც მე ვიყავი დაკავშირებული აქ ჩამოსვლამდე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ვფიქრობ, ორივე ჩვენგანს გვაქვს მაღალი მისწრაფებები ამ ქვეყანასთან მიმართებით და იმ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც მასთან გვსურს, გვქონდეს. ვისაუბრეთ თანამშრომლობის იმ გზებზე, რომელიც მომდევნო კვირებში შეგვიძლია გვქონდეს წინსვლისა და მომავლისათვის", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი და აშშ-ის ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


