სამართალი
გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის საქმეზე აფხაზეთში ე.წ. სპეციალური საპარლამენტო კომისია შეიქმნა
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ქართული მხარისთვის გიორგი ლუკავას გადაცემის ფაქტის შემსწავლელი კომისია შეიქმნა.
რიგგარეშე სხდომას, რომელიც ეხებოდა ლუკავას შეწყალების საკითხს, ესწრებოდნენ ე.წ. შსს-ს, ე. წ. უშიშროების, ე. წ. უზენაესი სასამართლოს და ე. წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები. ის 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, გარი არშბას ინფორმაციით, ლუკავა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ შეიწყალა.
დე-ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის, ზურაბ აჩბას განმარტებით, „ნებისმიერი [დამნაშავე] შეიძლება იყოს შეწყალებული, თუკი ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის“.
ე.წ. პარლამენტარის, რაულ ლოლუას თქმით, ლუკავას გადაცემა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე მოხდა. ამის სანაცვლოდ, ქართულმა მხარემ ცხინვალს დაკავებული ოსი სამხედროები გადასცა.
ე.წ. აფხაზი დეპუტატები პრეზიდენტის შეწყალების კანონიერებასთან დაკავშირებით დასკვნას 5 იანვარს წარადგენენ.
აფხაზეთის ე.წ. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 225 000 რუბლის ოდენობით ე.წ. რესპუბლიკის სასარგებლოდ.
ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ის ქართულ მხარეს გადასცეს, რასაც აფხაზეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რის საფუძველზე მოხდა ლუკავას გათავისუფლება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


