პოლიტიკა
გიორგი ლომია აშშ-ში გაემგზავრა
ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატში მოლაპარაკებების დაწყების იდეას ,,პატრიოტთა ალიანსი“ ამერიკელ პოლიტიკოსებს გააცნობს.
პარლამენტის ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე, გიორგი ლომია 5-დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
მისი თქმით, შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც.
,,მე მინდა, გავაცნო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და კოლეგებს, თუ რატომ ვაწყობთ აქციებს, თუ რატომ შიმშილობს ხალხი და ზოგადად, რატომ გვაქვს გამოხატული უკმაყოფილება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ცალმხრივი ფორმატი - ნატო-საქართველო-რუსეთი.
მე მინდა, სწორად მივუტანო ინფორმაცია, თუ რატომ გადავდგით ჩვენ ეს არაპოპულარული, მაგრამ სწორი ნაბიჯი, რომელსაც ჰქვია დიალოგი რუსეთთან და დაწყება პირდაპირი დიალოგის აფხაზებთან და ოსებთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე გიორგი ლომიამ.
როგორც ცნობილია, ლომიას დაბრუნების შემდეგ ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში ვიზიტს და რუს დეპუტატებთან შეხვედრას გეგმავენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


