პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მომავალი შემადგენლობა წარადგინა
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.
სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ დაიკავებენ ისინი თანამდებობებს.
მთავრობის მომავალმა მეთაურმა მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრები მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას.
მინისტრთა კაბინეტის მომავალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი - დიმიტრი ქუმსიშვილი (ამავდროულად პირველი ვიცე-პრემიერი);
ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი - კახა კალაძე (ამავდროულად ვიცე-პრემიერი);
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია;
განათლების მინისტრობის კანდიდატი - ალექსანდრე ჯეჯელავა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი - ზურაბ ალავიძე;
ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი - ვიქტორ დოლიძე;
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - თეა წულუკიანი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი - ქეთევან ციხელაშვილი;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - ტარიელ ხეჩიკაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ ჯანელიძე;
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი - დავით სერგეენკო;
გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი - გიგლა აგულაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი - ლევან დავითაშვილი;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გიორგაძე;
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი - სოზარ სუბარი;
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი - ლევან იზორია;
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - გიორგო მღებრიშვილი;
რაც შეეხება ყოფილ მინისტრებს, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკის უკვე ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას. ასევე ცნობილია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩი იქნება.
გარდა ამისა, სამთავრობო ცვლილებების თანახმად გაუქმდა დიასპორის სახელმწიფო სამინისტრო და ის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


