პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კოორდინაცია და გუბერნატორების როლი მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტების ეფექტური განხორციელების პროცესში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გუბერნატორების დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობის აუცილებლობას მთავრობის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განხორციელებაში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში, ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ კოორდინაციას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პრემიერმა გუბერნატორებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.
რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაესწრო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


