პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის თავდაცვის მინისტრი მიიღო
საქართველო-გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს წვლილთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და მომზადების დონეს. მისი შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი და ეფექტური საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია მთლიანად კოალიციისთვის.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები. შეხვედრისას ხაზი გაესვა გერმანიის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც თავდაცვის სფეროში, ისე - სხვა მიმართულებებით.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და ლოგისტიკის სფეროში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულია ყველა იმ რეფორმის განხორციელების პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


