უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 აპრილი, 2017 18:47
font-size

გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა, - ვიზიტის დეტალებსა და საქართველო-ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა დღევანდელ შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, რასაც ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს. სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ესტონეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც განაგრძობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას, რასაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ხურვალეთში პირადად გაეცნო. სვენ მიკსერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ესტონეთის ორმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმატებით ვითარდება.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმის მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ვაჭრობის ზრდის პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი