პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ღრმავდება, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრ აშოკ გაჯაპათი რაჯუს შეხვედრაზე აღინიშნა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინდოეთის სამთავრობო დელეგაციის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების გამოხატულებად შეაფასა.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას.
საუბარი შეეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ დიდ პოტენციალს და აღინიშნა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ხაზი გაესვა საქართველო-ინდოეთის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის როლს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.
გიორგი კვირიკაშვილმა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მსხვილი ინდური კორპორაციების საქმიანობა, მათ შორის, „ტატა ჯგუფის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციები.
საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო პროგრამის– „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტს–„გადაიღე საქართველოში“, რომლითაც ინდოელი პროდიუსერები არიან დაინტერესებულნი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


