პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროკურორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა.
როგორც ფატუ ბენსუდამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრემიერ-მინისტრი მზადაა, ჩაერთოს ჰააგის გამოძიებაში, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომს.
„პრემიერ-მინისტრთან ვრცელი საუბარი გვქონდა. განვიხილეთ საქართველოში ჩვენი სამუშაო საკითხები და აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ გამოძიებას, რომელიც უკვე დაწყებულია. ჩვენ პრემიერისგან მივიღეთ მტკიცებულება, რომ ის ჩაერთვება პროცესში და თანამშრომლობა ჩვენ შორის გაგრძელდება“, - განუცხადა ბენსუდამ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება რუსეთის მონაწილეობას, ბენსუდამ განაცხადა, რომ მოსკოვს თანამშრომლობის მოთხოვნა გაუგზავნა. ჰააგის პროკურორმა აღნიშნა, რომ „რუსეთმა რომც არ ითანამშრომლოს, გამოძიება არ შეწყდება“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


