პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებას არაობიექტურად მიიჩნევს
საქართველოს პრემიე-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებას უკიდურესად არაობიექტურს და აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზე დაყრდნობილს უწოდებს.
პრემიერის თქმით, „ფრიდომ ჰაუსი“ კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით.
„მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ შეიცვალა რამდენიმე პრემიერი, მთავარი ტენდენცია, რომელიც დამკვიდრდა ქვეყანაში, ეს არის დემოკრატიის მაღალ ხარისხში აყვანა, მათ შორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, ეს არის მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ეს არის ადამიანის უფლებების დარგში მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია. მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში იყო 350-დან 400-მდე საჩივარი წელიწადში. წელს ეს არის 70 ქვემოთ 2017 წლის მონაცემებით, რაც ჩემი აზრით არის უდიდესი პროგრესი, რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითკმაყოფილების საბაბი. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რათა ევროპული დემოკრატია შევქმნათ“- აღნიშნა პრემიერმა.
„ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


