პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს შეხვდა.
ოფიციალური ცნობით, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტთან ინტენსიური დიალოგის აუცილებლობაზე და ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიურ როლზე. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპარლამენტის მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის სასამართლო რეფორმას.
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, სადაც აისახა საქართველოს მოსახლეობის ნება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


