პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს «მტკიცე მხარდაჭერის მისიისა» და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა.
მხარეებმა ნატო- საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მთავრობას სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისთვის და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, აქტიურად გააგრძელოს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალ ნიკოლსონს აშშ–ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გენერალ ჯონ ნიკოლსონის ვიზიტი არის აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის დემონსტრირება და საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში საქართველოს წვლილის აღიარება.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში. წლების განმავლობაში ამერიკელების გვერდით ქართველები ავღანეთში მსახურობენ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ წვლილს. აქვე გამოვთქვამთ მწუხარებას გარდაცვლილი ჯარისკაცების გამო და თანადგომას ვუცხადებთ დაჭრილ მეომრებს. ვაგრძელებთ რა ჩვენს მისიას ავღანეთში, ძალიან იმედის მომცემია, რომ შეგვიძლია გვქონდეს ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცების იმედი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერ–მინისტრთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. როგორც ამერიკელ გენერალი აღვნიშნავ, რამდენად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას. ამის ნათელი დემონსტირება არის ერთობლივი სამხედრო წვრთნები– „ღირსეული პარტნიორი“, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველებთან ერთად გაიარეს წვრთნები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს,“–განაცხადა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


