პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა მიუნხენში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში.
ოფიციალური ცნობით, მაიკ პენსმა კვირიკაშვილთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით, ასევე აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
კვირიკაშვილმა პენსთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა“ და მასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.
გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარ ტვიტერზე მადლობა გადაუხადა პენსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ დაასრულებს თავის ვიზიტს მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


