პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე: ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე შეკითხვა დაუსვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე.
"ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ გიორგი კვირიკაშვილს აფგან მუხთარლის მოკითხვა გადასცა და პრემიერს წაუკითხა მუხთარლის ჩვენება, სადაც ის აღწერს როგორ მოხდა მისი გატაცება მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან.
ხოშტარია დაინტერესდა რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს აფგან მუხთარლის ჩვენება, როდესააც ის საუბრობდა, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ, მას თვალები აუხვიეს, რანდენიმე მანქანა გამოიცვალა და ა.შ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო.
„ეს საკითხი არის გამოძიების პროცესში, რამდენადაც თქვენ მოგეხსენებათ. ძალიან მძიმე საკითხია გეთანხმებით და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, რაც მოხდა თუმცა სიმართლე საბოლოო ჯერ არ გარკვეულა. თუმცა ფაქტი არის ძალიან დიდი ჩავარდნა და მე მგონი რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლებული იქნა როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე სასაზღვრო პოლიცის უფროსი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მათი ბრალეულობა ჯერ არაფრით არ არის დადასტურებული, თუმცა მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მოუწოდა დეპუტატებს, ნუ მიიღებენ მოცემულობად აფგან მუხთარლის განცხადებას, სანამ არ დასრულდება გამოძიება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


