პოლიტიკა
გიორგი გუგავას სემეკის სხდომა დაატოვებინეს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები მივიდნენ და მათ კითხვებზე პასუხების გაცემა მოითხოვეს. პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა სხდომაზე იმ დროს შევიდა, როდესაც კომისიის წევრები „ენერგოპრო ჯორჯიასა“ და „თელასის“ 5-წლიან სამოქმედო გეგმას ისმენდნენ.
მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა კომისიის წევრებისთვის ტარიფებთან დაკავშირებით კითხვების დასმას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს.
„ლეიბორისტული პარტიის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის თქმით, რეალურად, სხდომაზე ტარიფის მატების საკითხის განხილვა იგეგმებოდა და მისი ერთ-ერთი კითხვა სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხებოდა. ასევე, გუგავა პასუხს ითხოვდა ენერგეტიკის სფეროში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შესაძლო გავლენებთან დაკავშირებით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა გუგავას განუმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ და არა ტარიფებს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. გიორგი გუგავას დარბაზი დაატოვებინეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


